შენი რეკლამა ლიფტის მონიტორზე
ტივის თბილისის საცხოვრებელი კომპლექსების ლიფტებში შეხვდებით. თქვენს რეკლამას კი ყოველდღე ათასობით ადამიანი ნახავს. შეუკვეთეთ რეკლამა და გააცანით კომპანია ქალაქს.
დამონტაჟებული მონიტორი — ვერტიკალური დისპლეი ბრენდირებულ ჩარჩოში, ლიფტის კაბინაში. მუშაობს 24/7.
VIP ან სტანდარტული
ყველა მონიტორი 24/7 რეჟიმში მუშაობს. თითოეულზე 90-წამიანი ლუპი ტრიალებს — დღეში 960-ჯერ, თვეში 28,800-ჯერ. VIP რგოლს ყოველ ლუპში 9 წამი და მთელი ქსელი აქვს; სტანდარტულს — 6 წამი და 30 ან 15 მონიტორი.
- 50 მონიტორი — ჩვენი ქსელის სრული დაფარვა
- მხოლოდ 2 VIP პაკეტი იყიდება
- ≈ 1.5 მილიონი კონტაქტი თვეში
- მასალის დამზადება ჩვენზეა
- 30 მონიტორი 30 კორპუსში
- აირჩიეთ სასურველი ლოკაციები
- ≈ 900 ათასი კონტაქტი თვეში
- მასალის დამზადება ჩვენზეა
- 15 მონიტორი 15 კორპუსში
- იდეალურია ადგილობრივი ბიზნესისთვის
- ≈ 450 ათასი კონტაქტი თვეში
- მასალის დამზადება ჩვენზეა
ფასები მოცემულია თვეში და მოიცავს დღგ-ს. კონტაქტების შეფასება ქვემოთ აღწერილ 70%-იან ხილვადობის სცენარს ეყრდნობა. მასალის სპეციფიკაცია: ვერტიკალური 1080×1920, MP4 ან PNG, ხმის გარეშე.
ვინ ხედავს თქვენს რეკლამას
ქსელი 50 საცხოვრებელ კორპუსს მოიცავს, სადაც დაახლოებით 18,000 ადამიანი ცხოვრობს. თითოეული დღეში საშუალოდ 4-ჯერ სარგებლობს ლიფტით — და ყოველ ჯერზე მონიტორის წინ დგას.
სავარაუდო კონტაქტები ხილვადობის სცენარების მიხედვით
მთელი ქსელი, 50 მონიტორი. შეთავაზებებში 70%-იან სცენარს ვიყენებთ; 60% კონსერვატიულია, 80% — ოპტიმისტური.
| ხილვადობა | დღეში | კვირაში | თვეში |
|---|---|---|---|
| 60% | 43,200 | 302,400 | 1,296,000 |
| 70% | 50,400 | 352,800 | 1,512,000 |
| 80% | 57,600 | 403,200 | 1,728,000 |
კონტაქტი — ერთი ადამიანის ერთი მგზავრობა ლიფტში, სადაც მონიტორი დგას. ხილვადობის პროცენტები მოდელირებული სცენარებია და არა გაზომილი მაჩვენებლები; ქსელის ზრდასთან ერთად ისინი რეალურ მონაცემებზე დაზუსტდება.
მონიტორების რუკა
მომავალი ლოკაციები ძირითადად ვაკესა და საბურთალოშია. პინები სავარაუდო არეალს აჩვენებს; ზუსტი მისამართები მონიტორების დამონტაჟებისთანავე გამოჩნდება.
- ბოგდან ხმელნიცკის ქ. #3ქვემო სამგორი
მონიტორი თქვენს ლიფტში — უფასოდ
მონიტორს ჩვენი ხარჯით ვაყენებთ და ვემსახურებით. მოსახლეები იღებენ ამხანაგობის განცხადებებს, დროსა და ამინდს; თქვენ — თანამედროვე კაბინას.
- დაყენება და მომსახურება — უფასოდ
- ამხანაგობის განცხადებები მონიტორზე, ნებისმიერ დროს
- ვანდალიზმისგან დაცული ჩარჩო, ლიფტის სერტიფიკაციაზე გავლენის გარეშე
რა გვჭირდება
დავიწყოთ
მოგვწერეთ, რა გჭირდებათ. შეთავაზებას ერთ სამუშაო დღეში მიიღებთ.